"ოცნების" გახშირებული ვიზიტები აზერბაიჯანში და არცერთი სიტყვა დავით გარეჯზე
გახშირებული ვიზიტები აზერბაიჯანში და "ოცნების" დუმილი დავით გარეჯზე -ივანიშვილის პარტიის პრეზიდენტი ბაქოში ილჰამ ალიევს გუშინ შეხვდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტს ერთი კვირის წინ, თურქეთში ესაუბრა ირაკლი კობახიძე. "ოცნების" პრემიერი კოლეგას ვიზიტით ეწვია იანვარშიც და საერთოდ, ბოლო 10 თვეში ასეთი აუდიენცია 4-ჯერ გაიმართა. არცერთი შეხვედრის შემდეგ არ თქმულა რაიმე სახმელეთო საზღვრის სადავო ნაწილებზე.
არადა, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი "ქართული ოცნებისთვის" ქვეყნის ნომერ პირველ პრობლემად იყო გამოცხადებული 2020 წლის წინასაარჩევნო პერიოდში. გარეჯი საქართველოას შემქმნელებმა წინა ხელისუფლება გარეჯის აზერბაიჯანისთვის გადაცემაში დაადანაშაულეს და ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააპატიმრეს. არჩევნების შემდეგ ამ საკითხის მიჩქმალვა დღეს "ოცნების" იმდროინდელ ინტერესს საბოლოოდ ადასტურებს.
აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრა იმითაც აიხსნება, რომ სამეზობლოს და ავტორიტარული რეჟიმების გარდა, "ოცნებას" სხვა არავინ ესაუბრება. თუმცა საინტერესოა, იყენებს თუ არა ამ შეხვედრებს ის როგორც შესაძლებლობას, რომ მთავარი პრობლემები გადაწყდეს.
რეჟიმის დუმილი დავით გარეჯზე - დეტალები ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.