რეჟიმი ვა-ბანკზე მიდის - ყაველაშვილმა "ოცნების" მიღებულ დრაკონულ კანონს ხელი მოაწერა

17.04.25 20:54
რეჟიმი ვა-ბანკზე მიდის - ყაველაშვილმა "ოცნების" მიღებულ დრაკონულ კანონს ხელი მოაწერა

მიხეილ ყაველაშვილმა "ქართული ოცნების" მიღებულ დრაკონულ კანონს ხელი უკვე მოაწერა, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონი ძალაშია. დღეიდან ივანიშვილის გუნდი უცხოელების მიერ ქართველი ხალხის დახმარებაზე შეზღუდვებს აწესებს. დღეიდან, თუ უცხოური ორგანიზაცია გადაწყვეტს, რომ რეჟიმის მიერ ჩაგრული ხალხის უფასო იურიდიული მომსახურება, ძალადობის მსხვერპლი ქალების დახმარება, ან რეგიონების განვითარებისთვის პროექტები დააფინანსოს, ჯერ თანხმობა კობახიძეს უნდა სთხოვს. სხვა შემთხვევაში პროექტის დაწყება დანაშაულია. 

დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა - ეს არის ყველაზე მწვავე შეფასება, რაც ქართველი ხალხისთვის უცხოური დახმარების მიღებაზე დაწესებულ შეზღუდვებს დასავლეთიდან მოჰყვა. პირველი ამერიკის სენატი იყო. შაჰინის განცხადებას ჯაჭვური რეაქცია მოჰყვა. ყველა ერთმანეთის მიყოლებით წერს, რომ "ქართული ოცნების" მიღებული კანონი ხალხს, ვისაც დახმარება სჭირდება, რომ რეჟიმის რეპრესიებს და ჩაგვრას გაუმკლავდეს, ამის შანსსაც კი არ უტოვებს. 

ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ბოლომდე ვა-ბანკზე მიდის. იციან, რომ ნებისმიერი შემზღუდავი კანონი შესაძლოა საქართველოს უმძიმესი ფასი დაუჯდეს და ქვეყანამ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმიც კი დაკარგოს. ოპოზიცია ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი მზად არის, ძალაუფლების შენარჩუნების ფასად ყველაფერი დათმოს.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები