ივანიშვილის გუნდი 26 მაისის ტრადიციულ დღის წესრიგს ცვლის

17.04.25 20:58
ივანიშვილის გუნდი 26 მაისის ტრადიციულ დღის წესრიგს ცვლის

რუსთაველის გამზირი 26 მაისის ღონისძიებების ნუსხაში აღარ არის - საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველად თბილისის მთავარი გამზირი სადღესასწაულო ღონისძიებების ეპიცენტრი არ იქნება. "ოცნებამ" 9 აპრილს მწარე გაკვეთილი მიიღო და ამ გამოცდილების გამეორება აღარ უნდა. 

რუსთაველის გამზირზე წლების განმავლობაში სხვადასხვა აქტივობა იმართებოდა. იყო ღვინის კუთხე, ბავშვთა გასართობი, სპორტული, საგანმანათლებლო სივრცეები, კობახიძის განკარგულებით კი ეს ყველაფერი ორბელიანების მოედანზე გადაინაცვლებს. იქნება პოლიციის სრული მობილიზება, გადაიკეტება თავისუფლების მოედნის მიმდებარე ქუჩები. ამ გზით ივანიშვილის გუნდი მათ შორის საპროტესტო შეძახილებისგან თავის არიდებას შეეცდება. 

26 მაისი ისტორიული დღეა. ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების თარიღი წელს ემთხვევა უწყვეტი პროტესტის 150-ე დღეს. მოქალაქეები აანონსებენ, რომ ამ დღეს რუსთაველის გამზირზე გაცოცხლდება ის ისტორია, რისი წყალობითაც ქვეყანა 34-ე წელია დამოუკიდებლობის აღდგენას ზეიმობს. 

26 მაისი და კობახიძის ბრძანება - დეტალები ვრცლად ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში ნახეთ. 

მსგავსი სიახლეები