რეორგანიზაცია თუ პოლიტიკური ნიშნით წმენდა - განათლების სამინისტროდან თანამშრომლების გაშვება იგეგმება

18.04.25 11:43
რეორგანიზაცია თუ პოლიტიკური ნიშნით წმენდა - განათლების სამინისტროდან თანამშრომლების გაშვება იგეგმება

განათლების სამინისტროში რეორგანიზაცია გამოცხადდა. იგეგმება თანამსრომლების გაშვება, თუმცა რამდენის ან რა მოტივით, ამას სამინისტრო საიდუმლოდ ინახავს. 

განათლების ექსპერტები ფიქრობენ, რომ რეჟიმმა იმ საჯარო მოხელეების დასჯა გადაწყვიტა, ვინც ქუჩის საპროტესტო აქციებზე დგას და იცავენ ქვეყნის კონსტიტუციას, ევროპულ მომავალს და მათ შორის ქართულ განათლებასაც. მითუფრო იმ ფონზე, როცა განათლების სამინისტრო არ არის პირველი უწყება, საიდანაც სტაჟიან საჯარო მოხელეებს უშვებენ და უსამსახუროდ ტოვებენ.

განათლების სამინისტრო, ზოგადად, ერთ-ერთი ყველაზე რეპრესიული სისტემაა, ყოველთვის ასე იყო. განსაკუთრებით დამძიმდა ვითარება 2020 წლის შემდგომ, როდესაც იგივე არასამთავრობო ორგანიზაციებმაც გამოქვეყნეს მაშინ სუსის მიერ დამუშავებული ინფორმაცია, როგორ ხდებოდა საჯარო სკოლების დირექტორების, რესურსების ხელმძღვანელების და სისტემაში დასაქმებული პირების შეფასება პოლიტიკური ნიშნით და შემდეგ დაიწყო წმენდა სწორედ პოლიტიკური ნიშნით.

ეს რეპრესიები არის საჯაროდ დაანონსებული, იმიტომ, რომ ჩვენ უკვე ვართ ისეთ ეტაპზე, როდესაც "ქართული ოცნება" არც მალავს, ძალიან ღია გზავნილი იყო უშუალოდ კობახიძისგან, უშუალოდ კალაძისგან, რომ საჯარო სამსახურებში დაიწყებოდა პოლიტიკური წმენდა და საჯარო სამსახურები გათავისუფლდებოდა მათთვის მიუღებელი კდრებისგან, - ამბობს საზოგადოებრივი პლატფორმის " საქარტველოს ევროპული ორბიტას" დამფუძნებელი ნინო ლომჯარია.

ორგანიზაცია „პრევენცია პროგრესისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ტატო ქელბაქიანი პირდაპირ ამბობს, რომ ის, რასაც "ქართული ოცნება" ახლა აკეთებს, "ავტორიტარიზმის სტაბილიზაციის პროცესია." სპეციალისტის თქმით, აღნიშნული რეპრესიები ყველას შეეხაბა და გამოსავალი მხოლოდ კოორდინირებული წინააღმდეგობის გაწევაა. 

ავტორიტარიზმის სტაბილიზაციის პროცესს რასაც ეძახიან ანუ თუ თავიდან ის მოცემულობა მისაღები იყო, ახლა ეს ამოცანები, რაც რეჟიმს აქვს და ეს ამოცანაა ზუსტად, რომ ასეთი ფორსირებული პროცესი რუსეთისკენ ინტეგრაციისთვის, ის ყველა ადამიანი, ვინც ამ საჯარო სამსახურშია, ეს იქნება ძალოვანი თუ არაძალოვანი უწყებები, მათთვის პოტენციური საფრთხეა, ამიტომ გადაწყვიტეს, ქირურგიუად, მთლიანად გამოშიგნონ სისტემა და შეავსონ ამ რუხი მასით. თუ ვინმეს აქვს განცდა, რომ მე არ შემეხებიან, მეგობრებო, ასე არ არის. დროის საკითხია, ყველას შეეხებიან, ამიტომ ილუზიებზე ჩაბღაუჭებას აზრი არ აქვს. ერთადერთი, რაც აქ არის გამოსავალი, ეს არის კოორდინირებული წინააღმდეგობა ამ გადაწყვეტილებების მიმართ, - ამბობს  

მსგავსი სიახლეები