“ოცნება” ცდილობს წინასწარ შეგვაგუოს ევროპაში თავისუფალი, უვიზო მიმოსვლის დაკარგვას - გახარია
“ოცნება” ცდილობს წინასწარ შეგვაგუოს ევროპაში თავისუფალი, უვიზო მიმოსვლის დაკარგვას - ასე ეხმაურება პარტია საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია ივანიშვილის გუნდის წევრების განცხადებებს ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეწყვეტასთან დაკავშირებით.
- "ქართველ ხალხზე ისეთი წარმოდგენა არ მაქვს, რომ ვიზალიბერალიზაცია უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე "დიფ სთეითის" პოლიტიკაზე უარის თქმა" - სუბარი
- "რაიმე ღვთიური მანანაა უვიზო მიმოსვლა?!" - პაპუაშვილი
გახარიას თქმით, ევროპაში თავისუფალი უვიზო მიმოსვლის დასაცავად ბრძოლა გაგრძელდება.
გამოცხადებული ჰიბრიდული ომის ფარგლებში “ოცნება” ცდილობს წინასწარ შეგვაგუოს ევროპაში თავისუფალი, უვიზო მიმოსვლის დაკარგვას და ამას აბრალებს ყველას, საკუთარი თავის გარდა.
ჩვენ ყოველთვის ვიბრძოდით და ვიბრძოლებთ საქართველოს მიღწევის – ევროპაში თავისუფალი უვიზო მიმოსვლის დასაცავად", - ამბობს გახარია.
"ოცნების" წევრები გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებას გამოეხმაურნენ.
- ფიშერმა თქვა: უვიზო რეჟიმი არის დიდი პრივილეგია, ქვეყნების დიდ ნაწილს ევროპასთან უვიზო მიმოსვლა არ აქვს და ვიზა სჭირდებათ. ეს ნორმალური ვითარებაა, ქართველებს აქვთ ეს პრივილეგია. უვიზო რეჟიმი არის ევროპის ქვეყნებისთვის, რომლებიც არიან დემოკრატები, სადაც ადამიანის უფლებებს პატივს სცემენ და საიდანაც მიგრაციის პრობლემა არ გვაქვს. ამიტომ უნდა შევხედოთ კიდევ არის თუ არა ეს პირობები დაკმაყოფილებული. ამ პროცესში ვართ.