უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერება - ამზადებს თუ არა "ოცნება" ნიადაგს მძიმე რეალობისთვის

18.04.25 20:01
უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერება - ამზადებს თუ არა "ოცნება" ნიადაგს მძიმე რეალობისთვის

ნიადაგის მომზადება მძიმე რეალობისთვის - "ქართული ოცნება" ვა ბანკზე მიდის. ივანიშვილის პარტიამ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საფრთხე იგრძნო და ამიტომ საზოგადოების პროპაგანდაში ჩათრევას ცდილობს. მოქალაქეებს წინასწარ აგუებს, რომ შესაძლოა, ყველაფერი ისევ ისე იყოს, როგორც ადრე - საელჩოებთან გრძელი რიგები ვიზების მისაღებად. 

რა შემთხვევაში გამოიყენებს ევროკავშირი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმს? პოლიტიკოსების აზრით, ჯერ ბრიუსელი შეეცდება, საქნციების გზით აიძულოს "ოცნება", დაუბრუნდეს დემოკრატიულ გზას, მაგრამ თუ ივანიშვილის წინააღმდეგ ევროგაერთიანების სანქციების ამოქმედებას, მისი მოკავშირე უნგრეთი და სლოვაკეთი დაბლოკავს, ბრიუსელს მოქმედებისთვის სხვა გზა არ დარჩება. უვიზო მიმოსვლის შეჩერებას 27-დან მხოლოდ 15 ქვეყნის თანხმობა სჭირდება.   

თუმცა, "ოცნება" ცდილობს, საზოგადოება ცუდ სცენარს წინასწარ შეაგუოს და ევროპისადმი ბრაზით განაწყოს. პროპაგანდას ბიძგი პარლამენტის თავმჯდომარემ მისცა. შალვა პაპუაშვილი ირწმუნება, რომ უვიზო რეჟიმის გაუქმებით ევროპელები თავადვე დაზარალდებიან, რადგან მისი მტკიცებით, ევროპას ეკონომიკურ სიძლიერეში თავისი წვლილი ქართველ ტურისტებს აქვთ, რომლებიც ევროპულ ქვეყნებში მოგზაურობენ და ფულს ხარჯავენ. ასე დაივიწყა პაპუაშვილმა საქართველოს ასეულობით ათასი ემიგრანტი, ვინც ამ სიკეთით სარგებლობს და საკუთარ ოჯახს ევროპიდან არჩენს. 

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები