პოლონეთი რეჟიმს სანქციების გაფართოებას უანონსებს - ელოდება თუ არა "ოცნება" დომინოს ეფექტს?
პოლონელი ევროპარლამენტარი "პირველებთან" ინტერვიუში ადასტურებს, რომ ოფიციალური ვარშავა მხოლოდ 8 ჩინოვნიკის სანქციებით არ შემოიფარგლება და ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ახალი სადამსჯელო ზომებიც იქნება.
ვინ არის ის რვა მაღალჩინონი "ქართული ოცნებიდან", ვინც ევროკავშირის თავმჯოდმარე ქვეყანამ დაასანქცირა, სია არ გასაჯაროებულა. "პირველების" ინფორმაციით, პირველი სიაში ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაურია.
პოლონეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა და მის მიერ ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ სადამსჯელო სანქციების ამოქმედება ევროკავშირის სხვა ქვეყებისთვის ბიძგის მიმცემი იქნება. არსებული ინფორმაციით, მინიმუმ, კიდევ ორ ქვეყანაში სანქცირების დოკუმენტები მზად არის და ერთი ხელმოწერა აკლია. ის, ვინც სანქციების პოლიტიკას კარგად იცნობს, ამბობს, რომ გომელაურს და მის გუნდს, ვინც უკვე 6 ქვეყნის მიერ არის სანქცირებული, კარი არა მხოლოდ აქ, არამედ ევროკავშირის სხვა ქვეყნებში ეკეტებათ.
პოლონური სანქციების მხოლოდ დასაწყისია. ევროკავშირის პრაქტიკა აჩვენებს, რომ ჯერ ქვეყანა სანქციების ყველაზე მსუბუქ ფორმას ანუ სავიზო სანქციებს მიმართავს. თუ ესეც არ გაჭრის, მაშინ წინ ფინანსური სანქციებია, რომელიც ხელსიუფლებას არა მხოლოდ ფინანსურად აზიანებს, არამედ პოლიტიკურად მიუღებელ ფიგურად აქცევს.
"პირველების" ინფორმაციით, პოლონეთის მთავრობა უფრო დიდ სანქციების პაკეტს ამზადებს და მასში მოხვდება ყველა, ვინც საქართველოს დემოკრატიის ჩამოშლასა და ევროინტეგრაციის გაჩერებაზეა პასუხისმგებელი.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.