რეპრესიები თუ რეორგანიზაცია - განათლების სამინისტროში საკადრო წმენდა დაანონსდა
რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით - განათლების სამინისტროში თანამშრომლების გაცხრილვა დაანონსდა. "პირველებმა" გაარკვია, რომ რეორგანიზაციის დაწყების შესახებ შეტყობინება თანამშრომლებს აღდგომამდე სამი დღით ადრე მიუვიდათ და დასვენების წინა დღეს გაფრთხილების დოკუმენტზე ხელმოსაწერად დაიბარეს.
სისტემიდან გაუშვეს თანამშრომლები, რომლებიც ქვეყნის ისტორიის გადაწერას შეეწინააღმდეგნენ - ჯერ კიდევ 2021 წელს მიხვდნენ, რომ განათლების სამინისტროს ხელით ივანიშვილის გუნდი ქვეყნის იზოლაციას იწყებდა და მოსწავლეებს ამ აზრს აჩვევდა. გასულ წელს კი ისტორიის წიგნში ოკუპანტების სისასტიკის შემსუბუქება სცადეს.
განათლების სამინისტრო რეპრესიების იარაღი ბევრჯერ გამხდარა. საარჩევნო პერიოდში ითხოვდნენ მასწავლებლების, სიპებსა და აიპებში დასაქმებულების სრულ მორჩილებას, ვინ წინააღმდეგი წავიდა, ყველა გაათავისუფლეს. ახლა კი ივანიშვილის გუნდი არ პატიობთ სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულებს კონსტიტუციის 78-ე მუხლის ერთგულებას.
ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.