შეიწყალებს თუ არა ყაველაშვილი ე.წ. ჯებირების საქმეზე ბრალდებულებს?
შეიწყალებს თუ არა მიხეილ ყაველაშვილი ე.წ ჯებირების საქმეზე ბრალდებულებს? ადვოკატები და ოჯახის წევრები მოლოდინში არიან. არ გამორიცხავენ, რომ მარტის აქციების დროს დაკავებულმა ომარ ოკრიბელაშვილმა და საბა მეფარიშვილმა საპატიმრო ცოტა ხანში დატოვონ.
მოსალოდნელ გადაწყვეტილებას ჰქონდა წინაპირობა. სინდისის ორივე პატიმარს რეჟიმმა მაღალი რისკის მქონე პატიმრის სტატუსი მისცა. ოკრიბელაშვილი ამ დრომდე გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში იყო მოთავსებული. მის მსგავსად, მეფარიშვილმა ბრალი აღიარა და ხელი მოაწერა საპროცესო შეთანხმებას.
აღსანიშნავია, რომ 400 ლარიანი ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებულებს საპატიმროშ ყოფნის 7 თვის ვადა აქვთ დარჩენილი. 20 იანვარს ორვეს საპროცესო შეთხნამება გაუფორმდა. ინტერესბეის დამცველი 7 ვადის გასვლას არ დაელოდა და მიხეილ ყაველაშვილს დაკავებულების ციხიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართა.
ადვოკატი ირწმუნება, რომ მსჯავრდეულების შესაწყალებლად ბარიერი არარ არსებობს.
ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის ჩართვაში.
შეწყალებით მივმართეთ. მოგეხსენებათ, საბა მეფარიშვილს და ომარ ოკრიბელაშვილს, ორივეს გაოფრმდათ საპროცესო შეთანხმება. მათ განესაზღვრათ 18 თვიანი პატიმრობა, თუმცა ჩვენ არ დაველოდეთ მოვლენების განვითარებას და პრესზიდენტს მივმართეთ შეწყალების თხოვნით. სხვა პატიმრებთან ერთად, რომლებიც შეწყალების აქტის ქვეშ მოექცევიან, ასევე ომარიც და საბაც ისარგებლებენ ამ შესაძლებლობით და ისინი ძალიან მალე აღმოცნდებიან თავისუფლებაზე, - ამბობს ადვოკატი.
ინტერესების დამცველის ინფორმაციით, საბა მეფარიშვილმა დაბა ლაითურის ციხეში შეწყალების თხოვნას ხელი არ მოაწერა, ამიტომ შესაძლოა, მან ციხე არ დატოვოს. ამასთან, ადვოკატი ზუსტად ვერ ამბობს, რა მოხდა, რეალურად, ციხეში და ნამდვილად თქვა თუ არა მეფარიშვილმა უარი ხელის მოწერაზე.
აღსანიშნავია, წინასააღდგომოდ მიხეილ ყაველაშლისგან შეწყალებას 400-მდე პატიმარი ელოდება.