ვიმედოვნებ, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერებამდე ქოცებს გადავაგდებთ - გვარამია

18.04.25 21:18
ვიმედოვნებ, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერებამდე ქოცებს გადავაგდებთ - გვარამია

ვიზალიბერალიზაციის დაკარგვის საფრთხის ფონზე, კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი, ნიკა გვარამია იმედოვნებს, რომ ქართველი ერი "ქართული ოცნების" "გადაგდებას" იქამდე მოახერხებს, ვიდრე ევროკავშირი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი "ტვ პირველის" ეთერში ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს EU-თან უვიზო რეჟიმი შეუჩერდება, საზოგადოებას, სამოქალაქო სექტორს და ოლიგარქის გუნდის პოლიტიკურ ოპონენტებს შესაბამისი რეაქცია ექნებათ. 

თუ ეს მოხდება (უვიზო რეჟიმის შეჩერება), რისი იმედიც მაქვს, რომ არ იქნება... ქოცებს მანამდე მოვიშორებთ. იცით თქვენც, რომ ევროპული ბიუროკრატია დროში განგრძობადი რამ არის, ეს ზოგადად ცუდია, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენთვის ეს შეიძლება ხელსაყრელი იყოს. მე ვიმედოვნებ, რომ მანამდე ჩვენ ქოცების გადაგდებას მოვასწრებთ. უვიზო მიმოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის პირადად. რა თანამდებობაც არ უნდა გვეკავოს, სადაც არ უნდა ვიყოთ, ვიზის აღება მოგვიწევს, ჩვენს შვილებს მოუწევთ ვიზის აღება, რათა სასწავლებლად წავიდნენ, თუ ეს საერთოდ გამოუვათ. იცით, რომ ბევრი ევროპული ქვეყანა ცალ-ცალკე და გაცვლითი პროგრამების მექანიზმები უქმდება საქართველოსთან და შეიძლება გარეთ ვერ ვიხილოთ ჩვენი შვილები ევროპული დაფინანსებით." - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

მსგავსი სიახლეები