დიპლომატები განმარტავენ, რა საფრთხე ემუქრება ვიზალიბერალიზაციის დაკარგვის შემთხვევაში ქვეყანას

19.04.25 17:52
დიპლომატები განმარტავენ, რა საფრთხე ემუქრება ვიზალიბერალიზაციის დაკარგვის შემთხვევაში ქვეყანას

ქართველი დიპლომატი, გიორგი ფანიაშვილი "პირველებთან" იმ რისკების შესახებ საუბრობს, რაც შესაძლოა ვიზალიბერალიზაციის დაკარგვამ განაპირობოს - მისივე განცხადებით, მას შემდეგ, რაც საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა შეუჩერდება, ქვეყანა კიდევ უფრო იზოლირებული და "ნაცრისფერი" გახდება. 

"თუ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებამ არ გამოიწვია ხელისუფლების ცვლილება, მაშინ მოხდება მხოლოდ ის, რომ საქართველო კიდევ უფრო ჩაიკეტება და მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება" - ამბობს გიორგი ფანიაშვილი.

ქვეყანა კიდევ უფრო ნაცრისფერი გახდება, ქვეყანა კიდევ უფრო ჩაიკეტება და კიდევ უფრო მეტად მოწყდება დასავლურ კულტურას, დასავლურ ცივილიზაციას, შემცირდება ხალხებს შორის კონტაქტები, კულტურებს შორის დიალოგი. ჩვენ დავზიანდებით ვინც აქ ვცხოვრობთ. რა თქმა უნდა, ემიგრანტებს ამ სიკეთით სარგებლობით უფლება აღარ ექნებათ. თუ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებამ არ გამოიწვია ხელისუფლების ცვლილება, მაშინ მოხდება მხოლოდ ის, რომ საქართველო კიდევ უფრო ჩაიკეტება და საქართველოს მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება. შეიძლება ბრიუსელში პოლიტიკოსები დაფიქრდნენ იმაზე, რომ რატომ უნდა ჰქონდეს ის სიკეთე ოროსან ასპირანტს, რაც აქვს ხუთოსან კანდიდატ ქვეყანას". - განაცხადა გიორგი ფანიაშვილმა.  

მსგავსი სიახლეები