ქუჩაში უსამართლო მთავრობამ გამოგვიყვანა... ჩვენ გავიმარჯვებთ გიორგი! - ჩიკვაიძის დედა
რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები იკრიბებიან. პარლამენტთან უკვე იმყოფებიან სინდიდის პატიმრების მშობლები. როგორც დაკავებული ბიზნესმენის, გიორგი ჩიკვაიძის დედა აცხადებს, ქუჩაში ხალხი "უსამართლო მთავრობამ გაიყვანა".
ეკა წერეთელი ყველას ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდებს, განსაკუთრებით პოლიტიკოსებს.
რეჟიმს ძალა და ერთობა უნდა ვაჩვენოთ - ეუბნება ჩიკვაიძს დედა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს.
ჩვენ დღეს ქუჩაში უსამართლო მთავრობამ გამოგვიყვანა. ის რომ დღეს აქ ამდენი ხალხია, ამდენი სტუდენტი, ამდენი სინდისის პატიმრის დედა, ამდენი გამწარებული ადამიანი, ეს ამათი ბრალია. როცა ქვეყაბნაშ გაქვს უსამართლო სასამართლო, მე მას იუდას სახლი ვუწოდე, ადამიანები გამოდიან გარეთ.
ჩვენ ვართ გარეთ და სასურველი იქნებოდა, რომ პოლიტიკოსები გონს მოეგონ. ჩვენ ვართ ქუჩაში და თქვენც უნდა იდგეთ ჩვენთან ერთად და იბრძოლოთ ჩვენთან ერთად. რეჟიმს ძალა და ერთობა უნდა ვაჩვენოთ. ჩვენ გავიმარჯვებთ გიორგი"- აცხადებს ეკა წერეთელი.