მადლობა გამძლეობისთვის და ქართველობისთვის! თქვენ ჩვენი ხვალინდელი თავისუფლება ხართ! - ზურაბიშვილი სინდისის პატიმრებს
მადლობა გამძლეობისთვის და ქართველობისთვის! - ასე მიმართა რუსთაველის გამზირზე მისულმა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სინდისის პატიმრებს.
სალომე ზურაბიშვილმა რეჟიმის ტყვეებს აქციიდან უთხრა, რომ ისინი "ქვეყნის ხვალინდელი თავისუფლება არიან".
პირველ რიგში ვეტყვი მადლობას მათი გამძლეობისთვის, ყოჩაღობისთვის და ქართველობისთვის. ვეტყვი იმასაც, რომ დღეს შეიძლება აქ არ იყოს იმდენი ადამიანი, მაგრამ დღეს ყველა საქართველოს ეკლესიაში მათზე ლოცულობს, რადგან ისინი არიან ღირსება, ჩვენი იმედი და ხვალინდელი თავისუფლება.
დღევანდელი საღამო არის აღდგომის. აღდგომის საღამო პირველ რიგში, ძალიან დიდი იმედისაა - ეს არის თავისუფალი ადამიანის ზეიმი. ადამიანები, რომლებიც აქ არიან, საღამოს აქ მოვლენ და ილოცებენ, რომლებიც საქართველოს ყველა ეკლესიაში ლოცულობენ, არიან თავისუფალი ადამიანები. თუ რამე გვესმის ქრისტიანობის და მართლმადიდებლობის - ეს არის მართლმადიდებლობის და თავისუფალი ადამიანების. ისინი, ვინც დღეს რუსული რეჟიმის გამო ციხეში არიან, ჩვენზე უფრო თავისუფალი ადამიანები არიან“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.