ვიზალიბერალიზაცია შეეზღუდება პაპუაშვილს და კობახიძეს - სალომე ზურაბიშვილი

19.04.25 21:10
ვიზალიბერალიზაცია შეეზღუდება პაპუაშვილს და კობახიძეს - სალომე ზურაბიშვილი

ვიზალიბერალიზაცია შეეზღუდება პაპუაშვილს და კობახიძეს, - ასე უპასუხა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კითხვას, ელოდება თუ არა ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტას.

ზურაბიშვილის თქმით, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტის საკითხი ჯერ კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას, თუმცა თი დადგება, ეს მხოლოდ ივანიშვილის გუნდის პასუხისმგებლობა იქნება.

"ეს საფრთხე ჯერ არ არის, მაგრამ ასე თუ გააგრძელებენ, მოვა ეს საფრთხეც და ეს იქნება მათი და მხოლოდ პასუხისმგებლობა, არავისი სხვისი, არც ევროპელების, არც საზოგადოების , ეს იქნება ამ რუსული ხელისუფლების ბრალი" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე.

სალომე ზურაბიშვილი საკანონმდებლო ორგანოსთან ცოტა ხნსი წინ მივიდა და აქციას შეუერთდა. 

მსგავსი სიახლეები