დღეს, აღდგომა დღეს, სწორედ რუსთაველის გამზირზე არის ჩვენი ქვეყნის დაცვის ხაზი - სალომე სამადაშვილი

20.04.25 00:16
დღეს, აღდგომა დღეს, სწორედ რუსთაველის გამზირზე არის ჩვენი ქვეყნის დაცვის ხაზი - სალომე სამადაშვილი

დღეს, აღდგომა დღეს, სწორედ რუსთაველის გამზირზე არის ჩვენი ქვეყნის დაცვის ხაზი - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დღეს ახალგაზრდების, სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებთან ერთად ხვდება აღდგომას და ამბობს, რომ ერთიანობაა სწორედ ის ძალა, რომელიც ივანიშვილის რუსულ რეჟიმს ხელისუფლებიდან გაუშვებს.

ეს დღე, აღდგომის დღესასწაული პირველ რიგში მინდა მივულოცო პოლიტიკურ პატიმრებს და მინდა ვუთხრა მათ, რომ მათი სოლიდარობისთვის ვდგავართ რუსთაველზე პირველ რიგში. ეს გაერთიანებული ბრძოლა აუცილებლად დამტავრდება ჩვენი გამარჯვებით და დარწმუნებული ავრ, თუ მომავალ წელს აქ შევიკრიბებით, ეს იქნება მხოლოდ იმისთვის, რომ გავიხსენოთ ეს ბრძოლა, რომელიც მიგვიყვანს გამარჯვებამდე. დღეს საქართველო იბრძვის საკუთარი სახელმწიფოს, თავისუფლებსი გადასარჩენად და ამიტომ არის, რომ ადამიანები შეუპოვრად აგრძელებენ ბრძოლას. დღეს სწორედ რუსთაველის გამზირზე არის ჩვენი ქვეყნის დაცვის ხაზი, რადგან ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური ძალაუფლება მითვისებული აქვს პოლიტიკურ დაჯგუფებას, რომელცი პირდაპირ ემსახურება მტრულად განწყობილი ქვეყნსი ინტერესებს", - ამბობს სამადაშვილი. 

მსგავსი სიახლეები