ქრისტე აღდგა! განსაკუთრებით ვულოცავ თანამებრძოლ პოლიპატიმრებს, სულის სიმტკიცეს და გამარჯვებას ვუსურვებ - მამუკა ხაზარაძე
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე ქართველ ერს აღდგომის ბრიწყინვალე დღესასწაულს მუხრანის ღვთისმშობლის ტაძრიდან ულოცავს. ოპოზიციონერი ლიდერი გასაკუთრებულად პოლიტპატიმრებს და მათ ოჯახის წევრებს გამოჰყოფს და თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს სულის სიმტკიცეს, მხნეობას და გამარჯვებას უსურვებს.
ქრისტე აღდგა!
მუხრანის ღვთისმშობლის ტაძრიდან გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების დღეს!
დღეს ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის სიკეთის, იმედის და სულიერი ამაღლების დღესასწაულია!
განსაკუთრებით მინდა მივულოცო ჩვენს თანამებრძოლ პოლიტპატიმრებსა და მათ ოჯახებს! სულის სიმტკიცეს, მხნეობასა და გამარჯვებას ვუსურვებ სამშობლოსთვის მებრძოლ თითოეულ პატრიოტრს!, - წერს მამუკა ხაზარაძე.