რას ჰპირდებოდა ივანიშვილი საქართველოს მოსახლეობას და რა ვითარებაა 2025 წელს ქვეყანაში?

20.04.25 13:59
რას ჰპირდებოდა ივანიშვილი საქართველოს მოსახლეობას და რა ვითარებაა 2025 წელს ქვეყანაში?

ქართველი ოლიგარქი მოსახლეობას ჯერ კიდევ 2019 წელს ჰპირდებოდა, რომ  ევროპაში ლეგალურად დაასაქმებდა. მაშინ ბიძინა ივანიშვილი ამას იმ მიზეზით განმარტავდა, რომ საქართველოში სამუშაო ადგილების იმ რაოდენობით შექმნას, რამდენიც საქართველოს მოქალაქეებს დააკმაყოფილებდა, ათწლეულები დასჭირდებოდა. 

დაპირებების მიუხედავად, "ქართული ოცნების" რეჟიმი მოქალაქეებს არც ლეგალურად დასაქმებაში დახმარებია და არც ემიგრანტები დაუბრუნებია სამშობლოში. წლიდან წლადე იზრდება ქვეყნიდან წასულთა რიცხვი. უფრო მეტიც, ივანიშვილის პარტიის ანტიდასავლური და ანტიევროპული ქმედებები ხალხს აიძულებს, სამშოლოდან წავიდეს და ახალი ცხოვრება სხვა ქვეყანაში დაიწყოს.

ეკონომისტები ამბობენ, რომ მსგავსი შინაარსის დაპირება ჯერ კიდევ 2019 წელს იყო აბსურდული. მათი თქმით, შეურაცხმყოფელია, როდესაც ქვეყნის მმართველი მოსახლეობას დასაქმეას საზღვარგარეთ ჰპირდება. ექსპერტები თვლიან, რომ ამის ნაცვლად ხელისუფლებას ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაზე უდა ეზრუნა. 

ეს ძალიან უცნაური დაპირებაა, როდესაც შენს მოქალაქეებს ეუბნები, რომ სხვაგან წადით და იქ იშვეთ სამსახურიო. ამას არ უნდა აკეთებდეს, პრინციპში, პოლიტიკოსი. სამუშაო ადგილების შექმნა არის ერთადერთი სწორი გზა და არა გააძევო, ფაქტობრივად, შენი მოქალაქეები იმისთვის, რომ იმუშავონ სხვა ქვეყანაში და გადაიხვეწონ სამუშაოდ სხვა ქვეყანაში. ასე რომ, თავისთავად, ეს დაპირება იყოს სკანდალური, თავისთავად და აბსოლუტურად გაუგებარი. 2019 წელს იმიტომ ამბობდა, სამუშაო ადგილებს ვერ ვქმნითო, მაგ დრომდე, 2012-19 წლამდე, რაც მოვიდა "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში, ძალიან დაბალი ზრდა ჰქონდა ქვეყანას. მერე იყო კოვიდი, მერე იყო პოსტკოვიდის ზრდა, მერე იყო რუსების შემოსვლით გამოწვეული ზრდა უკრაინის ომთან დაკავშირებით, - ამბობს გიგი ბედინეიშვილი. 

ეკონომისტი ოთარ აბესაძე ამბობს, რომ "ოცნების" ყველა დაპირება ქვეყნის ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, ტყუილი აღმოჩნდა. მისი თქმით, რეჟიმმა ყველაფერი გააკეთა, რომ ეს პროცესი შეეჩერებინა. 

ნებისმიერი დაპირება, ნებისმიერი ფრაზა, თეზისი, რომელიც უკავშრდება საქართველოს მოქალაქეების ქვეყნის რაიმე ტიპის ინტეგრაციას, აფილაციას ევროკავშირთან, აღმოჩნდა ტყუილი. "ქართულმა ოცნებამ" გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია შეეჩერებინა და მაქსიმალურად დისტანცირება გაეკეთებინა ყველა ინსტიტუციურ წყაროებთან და მათ შორის, ბიზნეს წყაროსთან ევროკავშირის მიმართულებით. შესაბამისად, საუბარი, რომ "ქართული ოცნების" პირობებში გამოსწორდება ევროკავშირთან ურთიერთობა და კვლავ აღდგება ეკონომიკური ძაფები, არის ტყუილი იმ კუთხით, რომ მკაფიოდ მიიღო გდაწყვეტილება ევროკავშირის ლიდერებმა, რომ ავტოკრატიულ რეჟმებთან და ისინი, სამწუხაროდ, მოიხსენიებენ საქართველოს ამ კუთხით, არ აპირებენ არანიაირი ტიპის თანამშრომლობას, - ამბობს ოთარ აბესაძე. 

მსგავსი სიახლეები