"გადამგდები" ივანიშვილი თავისი რეალური ზრახვების აღსრულებაზე გადავიდა - ფავლენიშვილი

20.04.25 15:21
"გადამგდები" ივანიშვილი თავისი რეალური ზრახვების აღსრულებაზე გადავიდა - ფავლენიშვილი

"ერთინობა ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი ფავლენიშვილი ამბობს, რომ ივანიშვილმა ქართველი ხალხისთვის მიცემული არცერთი დაპირება არ შეასრულა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ახლა ყველასთვის ცხადი გახდა, რომ ოლიგარქი "გადამგდებია" და ამიტომ, ივანიშვილი საკუთარი რეალური ზრახვების აღსრულებაზე გადავიდა.  

ივანიშვილი, როგორც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უდიდესი გადამგდები, რა თქმა უნდა, ჰპირდებოდა უფასო ფულს ხალხს, ევროპული უნაკლო დემოკრატიის შექმნას, თუმცა ყველა ამ დაპირებაში მან "გადააგდო" ქართველი ხალხი, ახლა უკვე პირდაპირ იძახის ეს ადამიანი, რომ ყველაფერს აკრძალავს, ყველაფერს გააუქმებს საკუთარი თავის და საკუთარი ბანდის გარდა და მათ შორის, რა თქმა უნდა, მისი დაპირებაა საქართველო ქართველების გარეშე. ამიტომაც, რასაც ადრე ჰპირდებოდა, ამას აღარ ჰპირდება ხალხს. ყველამ გაიგო, რომ ის არის "გადამგდები" და რეალურად, გადასულია თავისი რეალური ზრახვების აღსრულებაზე, - ამბობს ფავლენიშვილი.

მსგავსი სიახლეები