ქართულ პოლიტიკას მხოლოდ ივანიშვილის საჭიროებები განსაზღვრავს - ბესიკ დონაძე
ქართულ პოლიტიკას მხოლოდ ივანიშვილის საჭიროებები განსაზღვრავს, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი ბესიკ დონაძე საუბრობს. პოლიტიკოსის თქმით, "ოცნებაც" და თავად ივანიშვილიც მოქმედებს ისე, როგორც იმ კონკრეტულ მომენტში მას სჭირდება.
"ქართული ოცნება" როგორც პარტია არანაირ პოლიტიკას არ გასაზღვრავს. პოლიტიკას განსაზღვრავს მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის საჭიროებები. ანუ რა სწირდება იმ დროს ბიძნა ივანიშვილს, იმას იძახის "ქართული ოცნებაც" და ბიძინა ივანიშვილი. არანაირად ეს არ არის პოლიტიკასთან ან საქართველოს განვითარებასთან კავშირში. იმ მომენტში საარჩევნოდ სჭირდებათ, გასცენ დაპირება, რომ ევროკავშირში გაწევრიანდება საქართველო, იტყვის ამ დაპირებას, ოღონდ არაფერ მსგავსს არ გააკეთებს, რაც გაწევრიანებასთან დაკავშირებული იქნება, - ამბობს ბესიკ დონაძე.