ივანიშვილის შეუსრულებელი დაპირებები - რას შეჰპირდა და რას სთავაზობს ახლა ხალხს?

20.04.25 20:28
ივანიშვილის შეუსრულებელი დაპირებები - რას შეჰპირდა და რას სთავაზობს ახლა ხალხს?

დასაქმება ევროპაში - ივანიშვილის მორიგი შეუსრულებელი დაპირებაა. კაცი, რომელიც მოსახლეობას 6 წლის წინ უცხოეთში ლეგალურ სამუშაოს ჰპირდებოდა, დღეს სამუშაოების ნაცვლად იგივე ხალხს ევროკავშირთან დაზიანებულ  ურთიერთობებს და გაუქმებამდე მიყვანილ უვიზო მიმოსვლას სთავაზობს.

ქვეყანაში რომ მდგომარეობა საგანგაშოა, ამაზე მეტყველებს მიგრაციის კატასტროფული ტემპი. ქვეყანიდან მასობრივად გადიან შრომისუნარიანი მოქალაქეები, რადგან აქ ვერც პერსპექტივას ხედავენ, ვერც უსაფრთხოებას და ვერც სამართალს.

თუ წლების წინ ოლიგარქის გუნდის მთავარი დაპირება 
ქარხნების მშენებლობა, ახალი სამუშაო ადგილები და ღირსეული ცხოვრება იყო, დღეს „ქართული ოცნების“ ერთადერთი დაპირება - 
ოპოზიციის გაუქმებაა.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები