აქტივისტები: რუსთაველზე გიორგი ორთოიძე და გიორგი სამხარაძე დააკავეს

21.04.25 00:38
აქტივისტები: რუსთაველზე გიორგი ორთოიძე და გიორგი სამხარაძე დააკავეს

არსებული ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე  გიორგი ორთოიძე და გიორგი სამხარაძე დააკავეს.

როგორც ჯგუფის "დაიტოვე" დამფუძნებელი, ნენსი ვოლანდი წერს, ერთ-ერთი დაკავებული, გიორგი ორთოიძე "პოლიციელებს ეუბნებოდა, ქრისტე აღსდგაო და დააკავეს". 

"პოლიციამ ხელით გაიყვანა დღეს აქცია გზიდან. უდიდესი მობილიზაცია აქვთ, რასაც ვუყურებ ლაივებში. მიხარია, რომ ამდენი უჯიშო პოლიციელი აღდგომას სახლში არ არი", - დაწერა აქტივისტმა ელენე ქაიხოსროშვილმა.

ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.

მსგავსი სიახლეები