ევროპარლამენტი საქართველოს საკითხის განსახილველად ემზადება

21.04.25 11:58
ევროპარლამენტი საქართველოს საკითხის განსახილველად ემზადება

ევროპარლამენტი საქართველოს საკითხის განსახილველად ემზადება. "პირველების" მოპოვებული ინფორმაციით, მომდევნო სასესიო კვირაში  საგარეო კომიტეტზე განილავენ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის შესახებ მომზადებულ დოკუმენტს, რომელიც, საბოლოო ჯამში, ახალი რეზოლუციის მიღების საფუძველი გახდება. 

ვიზალიბერალიზაციის დროებით შეჩერება და ასოცირების შეთანხმების გადახედვა - ეს ის მთავარი მოთხოვნებია, რომლებიც ანგარიშშია შეტანილი და რომელიც რასა იუკნევიჩიანემ მოამზადა. 

ევროპარლამენტარები ასევე დოკუმენტით ითხოვენ, რომ სანქციები არა მხოლოდ ივანიშვილს, არამედ რეჟიმსაც დაუწესონ. იმ შემთხვევაში, თუ უნგრეთი და სლოვაკეთი ერთიანი სანქციების ბლოკირებას გააგრძელებენ, წევრი სახელმწიფოები გეგმავენ, ეროვნულ დონეზე, ინდივიდუალურად დაასანქცირონ ქართველი ოლიგარქი და მისი მსახურები. მათ წინააღმდეგ ევროპარლამენტი უმკაცრეს ფინანსურ სანქციებს ითხოვს.

ოპოზიცია ამბობს, რომ "ოცნების" რეჟიმის პოლიტიკის გამო ქვეყანა სულ უფორ მეტ შესაძლებლობას ჰკარგავს. 

ყველა მომდევნო ევრორეზოლუცია არის კიდევ უფრო მკაცრი და კიდევ უფრო ბევრს ვკარგავთ, ფაქტობრივად, ყოველ რამდენიმე დღეშ ერთხელ ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ახლა მივდიოდეთ წინ ევროინტეგრაციის გზაზე. მართლაც, ეს რეზოლუციაც ძალიან მკაფიოდ აჩვენებს, რომ საქართველო კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობების დაკარგვის რისკის წინაშე დგას იმ ყველაფრის გამო, რასაც სჩადის "ქართული ოცნების" რეჟიმი, მათ შორის, არის ვიზალიბერალიზაცია. ამ კუთხით, "ქართული ოცნება" არის ისტორიული ხელისუფლება ყველაზე ნეგატიური შესაძლო გაგებით, რომელმაც მოახერხა, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყეეებინა საქართველოს უმთავრესი მონაპოვარი ევროპული ინტეგრაციის გზაზე, - ამბობს კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ეთი ლიდერი გრიგოლ გეგელია. 

 

მსგავსი სიახლეები