ბოიკოტი წულუკიანის კომისიას-ოპოზიცია აცხადებს, რომ პოლიტიკურად მოტივირებულ პროცესებში მონაწილეობას არ აპირებს
სრული ბოიკოტი წულუკიანის კომისიას-ოპოზიცია აცხადებს, რომ პოლიტიკურად მოტივირებულ პროცესებში მონაწილეობას არ აპირებს და პარლამენტში არ მივლენ, ხოლო ბრალის წარდგენის და გირაოს დაწესების შემთხვევაში, ჯარიმას არ გადაიხდიან.
ამ იდეის ერთ-ერთი ავტორები, პოლიტიკოსები ხატია დეკანოიძე და ალეკო ელისაშვილი არიან.
„ოცნების“ პარლამენტში გამოუცხადებლობის გამო, გამოკითხვების სერია სავაურაუდოდ, ხვალიდან განახლდება. სასამართლოში მოუწევს მისვლა ნიკა მელიას, პროკურატურაში კი გიორგი ვაშაძეს, რომელმაც მაგისტრი მოსამართლის წინაშე ჩვენება უკვე მისცა.
გულისამრევ აჯაფსანდალში მონაწილეობას მე არ ვაპირებ, წულუკიანის გაუგებარი დუქანი როა. არ ვიცი რაზე უნდა დამიბარონ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, წინდა წინვე შეუძლიათ იცოდნენ, რომ მე არც იქ მიმსვლელი და არ გირაოს გადამხდელი არ ვარ. წულუკიანისთვის გადასახდელი ფული არ მაქვს. ეს არის რეპრესიული ინსტუმენტი განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების მიმართ“,- განაცხადა ელისაშვილმა.
ამ კომისიაზე რეჟიმთან თანამშრომლობა წარმოუდგენელია, მე ჯერ არ დავუბარებივარ, მაგრამ არ ვაპირებ არც გირაოს გადახდას და არც მისვლას. აბსურდული საქართველოს ღალატის კომისიაში მონაწილეობა და შემდეგ ბიუჯეტში ფულის შეტანა, არის იმ პრინციპების წინააღმდეგ, რომელიც ჩანს პროტესტზე და საპირისპიროა საქართველოს ღალატის კომისიის“,- ამბობს დეკანოიძე.
ზურაბ ჯაფარიძე ერთ-ერთი პოლიტიკოსია, რომელიც შეფარდებული გირაოს გადახდას არ აპირებს.