ეუთოს გენერალური მდივანი თბილისშია - რის სათქმელად ჩამოვიდა ფერდიუნ სინირლი ოღლუ
ეუთოს გენერალური მდივანი თბილისშია. ფერდიუნ სინირლიოღლუ საქართველოში ორდღიანი ვიზიტით ჩამოვიდა. ის ოპოზიციას და არასამთავრობი სექტორს არ შეხვდება, თუმცა ამ წუთებში პირისპირ ხვდება ოლიგარქის საგარეო საქმეთა მინისტრს. მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შემდეგ გაკეთდება განცხადებებიც.
ჯერჯერობით უცნობია, რა პოზიცია აქვს საქართველოში მიმნდინარე პროცესებთან ეუთოს გენერალური მდივანს. აღსანიშნავია, რომ სწორედ იმ დროს, როდესაც ფერდიუნ სინირლიოღლუ სასტუმროში იმყოფებოდა, პოლიცია რუსთაველის გამზირზე ათობით აქტივისტს დევნიდა და აკავებდა.
უკვე ცნობილია, რომ ეუთოს გენერალური მდივანი ხვალ ირაკლი კობახიძესაც შეხვდება.
იქამდე, სანამ სინირლიოღლუ საქართველოში ჩამოვიდოდა, მას ამერიკელი პარტნიორები მოუწოდებდნენ, საქართველოში ვიზიტი გადაედო, რადგან "ქართული ოცნება" ამ ვიზიტს ლეგიტიმაციისთვის გამოიყენებდა. ამის მიუხედავად ეუთოს გენერალური მდივანი საქართველოში მაინც ჩამოვიდა.
რა არის ეუთოს გენერალური მდივნის მთავარი სათქმელი, პრესკონფერენციაზე გაირკვევა, რომელიც მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გაიმართება.