პარლამენტთან და მიმდებარე ქუჩებზე პოლიციელების მობილიზებაა - ადგილზე აქციის მონაწილეები არ არიან
მიუხედავად იმისა, რომ რუსთაველის გამზირზე დღეს აქციის მონაწილეები არ არიან, პარლამენტთან და მიმდებარე ქუჩებზე ათობით სამართლადამცველია მობილიზებული. გომელაურის უწყება ევროპული მომავლის მცველებს ეძებს, თუმცა ისინი არსად არიან. პოლიციელების ნაწილი ავტომობილებში ზის და აქციის მონაწილეების გამოჩენას ელოდება.
"პირველებმა" გომელაურის უწყების თანამშრომლებს ჰკითხა, რას უკავშირდებოდა მათი ამგვარი მობილიზება, რაზეც ისინი ამტკიცებენ, რომ ეს ყოველღიური დღის წესრიგია და ამაში განსაკუთრებული არაფერია.
პოლიცია იმ რაოდენობით არის, რა რაოდენობაც სჭირდება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას. ყოველდღიურად გვყავს ეს ხალხი. ეს ეკიპაჟები განსაზღვრულია ყოველდღიური პატრულირებისთის ქალაქში, - ამბობს პოლიციელი.
კითხვაზე, რაში იხარჯება საპოლიციო რესურსები, სამართალდამცველები პასუხობენ, რომ "თქვენი საქმე არ არის".