ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მისი უწმინდესობის, პაპი ფრანცისკეს გარდაცვალების გამო - მამუკა ხაზარაძე
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. ამის შესახებ ის პლატფორმა X-ზე წერს.
ოპოზიციონერი ლიდერი ამ დიდ დანაკარგს ყველა კათოლიკე ქრისტიანს უსამძმრებს.
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მისი უწმინდესობის, პაპი ფრანცისკეს გარდაცვალების გამო, რომელმაც სიცოცხლე მიუძღვნა რწმენას, ეკლესიას და კაცობრიობის მსახურებას.
ყველა კათოლიკე ქრისტიანს ვუსამძიმრებ ამ დიდ დანაკარგს, - წერს ხაზარაძე.