ცესკო ევროსაბჭოს ასამბლეას ღია წერილით მიმართავს და დისკრედიტაციაში ადანაშაულებს
ცესკო ევროსაბჭოს მტკიბულებებს სთხოვს. არჩევნების მოპარვაში მხილებული გიორგი კალანდარიშვილისთვის საერთაშორისი ორგანიზაციის კრიტიკა მიუღებელი და ზედაპირულია.
კალანდარიშვილი საპარლამენტო ასაბლეის რეზოლუციით არის უკმაყოფილო, სადაც პირდაპირ წერია, რომ დამკვირვებლების უფლებების შეზღუდვა დაუშვებელია. საქმე საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლლელებს ეხება, რომლითაც ოლიგარქის პარტიას არჩევნების გაყალბების კიდევ ერთი ბერკეტი უჩნდება.
ჩვენი დღევანდელი ღია წერილით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას და არა მხოლოდ მას, ალბათ ყველა დაინტერესებულ მხარეს, შევეცადეთ, დეტალურად, ფაქტებზე დაყრდნობით აგვეხსნა, სინამდვილეში როგორ ვითარდებოდა საარჩევნო პროცესები გასული საპარლამენტო არჩევნებიდან ვიდრე დღემდე და ახლა, დღეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ მომავალი თვითმმართველობის არჩევნების მზადების პროცესში ვისაუბროთ მხოლოდ და მხოლოდ ფაქტებზე და შევეცადოთ ყველამ, უკუვაგდოთ აღქმები პოლიტიკური დღის წესრიგით ნაკარნახევი მცდელობები საარჩევნო პროცესის დაზიანების, - ამბობს ცესკოს წარმომადგენელი.
ოპოზიცია კი ამბობს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას არა ევროსაბჭოს ასამბლეა, არამედ თავად ცესკო ახდენს. კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრის, გიორგი სიორიძის თქმით, საგარეო პარტნიორები რეალობას კარგად ხედავენ და მათ თვალებში ნაცარს ვერავინ შეაყრის.
საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ჰყოფნის იმის უტიფრობა, რომ ღია წერილით მიმართოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას. იმ ასამბლეას, რომელმაც „ქართულ ოცნებას“, რომლის დეპარტამენტსაც წარმოადგენს ცესკო, შეუწყვიტა უფლებამოსილება და წუწუნებს, რეალურად, რომ მათი პოზიციის გარეშე მოხდა საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაცია. საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტირებას ახდენს თვითონ ცესკო. როდიდან გახდა პირის იდენტიფიცირება და დამუშავება ერთი და იგივე რამ, ამაზე „ძლიერმა საქართველომ“ მიმართა კიდეც სასამართლოს და აღიარებს კიდეც ნაწილობრივ ცესკო თავის წერილში, რომ დიახ, „ძლიერი საქართველოს“ არგუმენტები იქნა გაზიარებული.
ცხადია, ჩვენი საგარეო პარტნიორები ყველაფერს ხედავენ, რა არის რეალობა და თვალში ნაცარს ცესკო ნამდვილად ვერ შეაყრის, - ამბობს გიორგი სიორიძე.