"შაიშმელაშვილს ენა გადმოუგდია და ტლიკინებს... წივილ-კივილის ატეხვა, რომ რუსები რაღაცას აკონტროლებენ, არაადეკვატურია" - კომენტარები "ოცნებაში"

22.04.25 17:28
"შაიშმელაშვილს ენა გადმოუგდია და ტლიკინებს... წივილ-კივილის ატეხვა, რომ რუსები რაღაცას აკონტროლებენ, არაადეკვატურია" - კომენტარები "ოცნებაში"

ირაკლი შაიშმელაშვილის "პირველებთან"  გაკეთებული სკანდალური განცხადების შემდეგ, "ოცნებაში" ამბობენ, რომ არ იციან ვინაა გდდ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ვინაა, რომელიც სისტემაში 20 წელი მუშაობდა და საქართველო "ოცნების" მხილებით დატოვა. შესაბამისად, დღეს კახა კალაძეს შაიშმელაშვილის განცხადებაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა. 

  • შაიშმელაშვილმა "პირველებთან" განაცხადა, რომ ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს მაგისტრალის სრული კონტროლი ხდება.

არვიცი საერთოდ ვისზე საუბრობთ და ვინ არის ეს ადამიანი. ირაკლი შაიშმელაშვილი არ ვიცი ვინაა და საერთოდ ინტერესიც არ მაქვს", - განაცხადა კალაძემ.

შაიშმელაშვილი დღეს ვერც ივანიშვილის დეპუტატმა, გია ვოლსკიმ "გაიხსენა", თუმცა კალაძისგან განსხვავებით მის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა და ირწმუნებოდა, რომ "წივილ-კივილის ატეხვა, რომ რუსები რაღაცას აკონტროლებენ, არაადეკვატურია".

ვოლსკიმ შაიშმელაშვილის ნათქვამს "ტლიკინი" უწოდა და თქვა, რომ გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანს "ენა აქვს გადმოგდებული". 

ირაკლი შაიშმელაშვილი რომელია? წივილ-კივილის ატეხვა ოპოზიციის მხრიდან, რომ თურმე რუსები რაღაცას აკონტროლებენ, არის შეუსაბამო, არაადეკვატური, ვინაიდან ეს ჩაიდინეს თვითონ მათ, რუსებს მისცეს საშუალება არათუ ეკონტროლებინათ 30 კმ-ის მანძილიდან, არამედ რამდენიმე ასეული მეტრის მანძლიდან ეკონტროლებინათ მთავარი ხაზი. არავითარი შავი და რუხი ზონა არ არსებობს. არსებობს საზღვრები, რომელიც სააკაშვილის დადგენილია. რა გინდათ, სისტემები ჩამოგითვალოთ, რითაც ჩვენ რამეს ვაკონტროლებთ? საერთდო რა ინფორმაციას ფლობს და თუ რამეს ფლობს, ენა რომ გადმოუგდია და ტლიკინებს, არ არის ასე". - ამბობს ვოლსკი. 

ირაკლი შაიშმელაშვილმა "პირველებთან" განაცხადა, რომ ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს მაგისტრალის სრული კონტროლი ხდება.

გდდ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ საოკუპაციო ხაზთან დამონტაჟებული ე.წ "დოზორის", ანუ სათვალთვალო სისტემებით რუს ჯარისკაცებს იმის დანახვაც კი შეუძლიათ, ავტომბილში ვინ ზის და რა სანომრე ნიშნები აქვს.

მსგავსი სიახლეები