"ოცნების" მხრიდან უარი საოკუპაციო ხაზის რეალურ კონტროლზე, ოკუპანტების სასარგებლო ქმედებას აჩვენებს - აქუბარდია

22.04.25 18:18
"ოცნების" მხრიდან უარი საოკუპაციო ხაზის რეალურ კონტროლზე, ოკუპანტების სასარგებლო ქმედებას აჩვენებს - აქუბარდია

პარტია "გახარია-საქართველოსთვის" წევრი, თეონა აქუბარდია ირაკლი შაიშმელაშვილის სკანდალურ ინტერვიუს ეხმაურება და ამბობს, რომ "ოცნების" მხრიდან უარი საოკუპაციო ხაზის რეალურ კონტროლზე, კიდევ ერთხელ აჩვენებს ოკუპანტების სასარგებლო ქმედებას.

  • გდდ-ს ყოფილმა მაღალჩინოსანმა "პირველებთან" განაცხადა, რომ ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს მაგისტრალის სრული კონტროლი ხდება.

აქუბარდიას თქმით, სწორედ სათვალთვალო კამერით დადგინდა, რომ ოთხოზორია ოკუპანტებმა მოკლეს. 

ერთადერთი სათვალთვალო კამერა ყველას ახსენდება გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ადგილას, სადაც კერძო ობიექტზე, მაღაზიის ტერიტორიაზე იყო ეს სათვალთვალო კამერა დაყენებული და ამით დავამტკიცეთ, რომ გიგა ოთხოზორია ოკუპანტებმა მოგვიკლეს. შესაბამისად უარი სათვალთვალო კამერებზე და უარი საოკუპაციო ხაზის რეალურ კონტროლზე და მათ შორის ბრალდება ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით, რომ საკუთარი მიწა-წყლის დაცვა და მოსახლეობის არის დანაშაული, კიდევ ერთხელ აჩვენებს ოკუპანტების სასარგებლო ქმედებას და საკუთარი კონსტიტუციის უარყოფას". - ამბობს ტეონა აქუბარდია. 

ირაკლი შაიშმელაშვილმა "პირველებთან" განაცხადა, რომ ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს მაგისტრალის სრული კონტროლი ხდება.

გდდ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ საოკუპაციო ხაზთან დამონტაჟებული ე.წ "დოზორის", ანუ სათვალთვალო სისტემებით რუს ჯარისკაცებს იმის დანახვაც კი შეუძლიათ, ავტომბილში ვინ ზის და რა სანომრე ნიშნები აქვს.

მსგავსი სიახლეები