ოკუპანტების თარეში საოკუპაციო ხაზთან და რეჟიმის უმოქმედობა - შაიშმელაშვილი "ოცნებას" ამხელს

22.04.25 20:18
ოკუპანტების თარეში საოკუპაციო ხაზთან და რეჟიმის უმოქმედობა - შაიშმელაშვილი "ოცნებას" ამხელს

საოკუპაციო ზოლი და ე.წ. მკვდარი ზონები, რომლებიც სრულად უკონტროლოა - ირაკლი შაიშმელაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტმანტიდან აკონტროლებდა საოკუპაციო ხაზს, "პირველებთან" ყვება, როგორ მოქმედებენ ოკუპანტები. რუსეთს რამდენიმე სათვალთვალო სისტემა გააჩნია და იმდენად მაღალი გარჩევადობის ტექნიკას იყენებს, რომ ქვეყნის მთავარი მაგისტრალის კონტროლი ავტომობილების ნომრების და ადამიანების სახეების გარჩევაც კი შეუძლიათ.

ე.წ დაზორის და ფოკუს დე სისტემა - შაიშმელაშვილის ინფორმაციით, სწორედ მათ იყენებს ოკუპანტი ათობით კილომეტრის სრულმასშტაბიანი თვალთვალისთვის. ამ დროს რას აკეთებს "ოცნების" რეჟიმი? განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი იხსენებს, რომ ამერიკამ საქართველოს სპეციალური სათვალთვალო აღჭურვილობა გადასცა, მაგრამ ისინი დასაწყობებულია. უკონტროლობის ფონზე კი საოკუპაციო ზოლის გასწვრივ გაჩნდა მკვდარი ზონები, რომელიც რეჟიმს კონკრეტული მიზნებით შეიძლება სჭირდებოდეს.

ოლიგარქის რეჟიმი რომ თვალთვალის სისტემას ამუშავებდეს, საქართველოს ექნებოდა სრული ანალიზი საოკუპაციო ჯარების მოქმედებაზე. ოკუპანტი აღჭურვილია უახლოესი ტექნიკით, საპასუხოდ კი არაფერი კეთდება. კითხვაზე "რატომ?" დღეს "ოცნების" ლიდერებს პოლიტიკური ამნეზია დაემართათ და გდდ-ეს ყოფილი მაღალჩინოსნის სახელი და გვარიც კი დაავიწყდათ.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები