გიორგი ვაშაძეს წულუკიანის კომისიაზე არმისვლის გამო ბრალი წაუყენეს - როგორ იქნება ვერდიქტი

22.04.25 20:34
გიორგი ვაშაძეს წულუკიანის კომისიაზე არმისვლის გამო ბრალი წაუყენეს - როგორ იქნება ვერდიქტი

გიორგი ვაშაძე წულუკიანის სასჯელის მოლოდინში - რეჟიმის კომისიაზე არმისვლის გამო ბრალი კიდევ ერთ ოპოზიციონერს წაუყენეს. ხვალ კი პროცესები სასამართლოში გადავა, სადაც  ვაშაძისთვის აღკვეთის შეფარდებაზე იმსჯელებენ. ხვალვე გაირკვევა, რა შუამდგომლობა ექნება პროკურატურას. 

ოპოზციონერმა პოლიტიკოსმა საგამოძიებო უწყება ისე დატოვა, რომ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. მისი პოზიცია, სავარაუდოდ, ხვალ სასამართლო პროცეზე გახდება ცნობილი. 

პრაქტიკა აჩვენებს, რომ პროკურატურა, როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში გირაოს ითხოვს, თუმცა თანახმა იქნება თუ არა გიორგი ვაშაძე თანხის გადახდაზე, ჯერჯერობით უცნობია. 

შეგახსენებთ, რომ წულუკიანის დაუმორჩილებლობის გამო გასამართლების მოლოდინშია ნიკა მელიაც.

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის ჩართვაში.

მსგავსი სიახლეები