კობახიძემ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო თამარ ზოდელავას ჩააბარა

23.04.25 11:29
კობახიძემ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო თამარ ზოდელავას ჩააბარა

ირაკლი კობახიძემ არასამთავრობო ორგანიზაციების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების სააგენტო თამარ ზოდელავას ჩააბარა - "ქართული ოცნების" პრემიერის შესაბამისი ბრძანება, გუშინ, 22 აპრილს გამოქვეყნდა. 

  • თამარ ზოდელავა მანამდე გერმანულ ფონდში, "ჯი აი ზეტში" მუშაობდა, ის  ძლიერი საპარლამენტო ადმინისტრაციების აღმოსავლეთ პარტნიორობის მენეჯერი იყო. 

ახალი სააგენტოს ოფისი მთავორობის ადმინისტრაციაში განთავსდება.

შეგახსენებთ, 20 თებერვალს, „ქართული ოცნების“ პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომლის საფუძველზეც შეიქმნა „სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო“.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა 80-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა. ახალ სააგენტოს არასამთავრობო ორგანიზაციებზე გრანტების გაცემის შესაძლებლობა ექნება. 

  • კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოში დაახლოებით 10 პირი დასაქმდება. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ მომზადებული კანონპროექტით წელს გრანტების სააგენტოს ბიუჯეტი 20 მლნ ლარი იქნება.

ცნობისთვის, ივანიშვილის გუნდმა დაჩქარებული სახით შეცვალა „გრანტების შესახებ“ კანონი და მისი ნებართვის გარეშე დაფინანსების მიღება აუკრძალა ქვეყანაში მოქმედ გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციებს.

მსგავსი სიახლეები