სამშვიდობო მოლაპარაკებები ლონდონში - შეხვედრაზე ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო მინისტრებიც აღარ ჩავლენ

23.04.25 11:50
სამშვიდობო მოლაპარაკებები ლონდონში - შეხვედრაზე ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო მინისტრებიც აღარ ჩავლენ

ლონდონში უკრაინაში მიმდინარე ომის დამთავრების შესახებ დაგეგმილ შეხვედრას გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, უკრაინისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებიც აღარ დაესწრებიან. ინფორმაციას Sky News ავრცელებს. 

მანამდე, გავრცელდა ცნობები, რომ შეხვედრაზე აღარ ჩავიდოდნენ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფიც. მიზეზი ამერიკულ გეგმაზე უკრაინის უარია, რომელმაც სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ყირიმზე სავარაუდოდ რუსული ოკუპაციის აღიარება დაუშვებლად მიიჩნია. 

ლონდონში დაგეგმილ შეხვედრას სხვა მაღალჩინოსნები გაუძღვებიან. თუმცა, ამის მიუხედავად, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა მაინც აპირებს ლონდონში ჩასვლას და ბრიტანელ კოლეგასთან, დევიდ ლემისთან შეხვედრას.

გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, ლონდონში აშშ-ს დელეგაციას უკრაინაში ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, კით კელოგი გაუძღვება. გავრცელებული ცნობებით, უკრაინა შეხვედრაზე 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განხილვას აპირებს.

მსგავსი სიახლეები