რა შედეგი მოუტანა ქვეყანას "ოცნების" პოლიტიკამ - ბრიფინგი "ძლიერ საქართველოში"
რა შედეგი მოუტანა ქვეყანას "ქართული ოცნების" პოლიტიკამ - კოალიცია "ძლიერ საქართველოში" პირდაპირ ამბობენ, რომ პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ქვეყანაშია, გავლენას ეკონომიკაზეც იქონიებს.
თამაზ დათუნაშვილი ფინანსთა სამინისტროს 2025 წლის სახაზინო მონაცემებს ასაჯაროებს და ამბობს, რეჟიმმა ყველა ძირითადი გადასახადის მიმართულებით გეგმა ვერ შეასრულა.
ამასთან დათუნაშვილი უწყებას რიცხვებით მანიპულირებასა და საზოგადოების შეცდომაში შეუყვანის მცდელობაში ადანაშაულებს.
გამოქვეყნდა სახაზინო მონაცემები 2025 წლის იანვარი-მარტის პერიოდზე და ამ მონაცემებში არის ნაჩვენები, რომ ყველა ძირითადი გადასახადის მიმართულებით გეგმა ვერ შესრულდა ბიუჯეტის პროგნოზისა.
ყველაზე დიდი ჩამორჩენა გვაქვს აქციზისა და იმპორტის გადასახადში. აქციზის გადასახადი 490 მლნ ლარი იქნა აკრეფილი 560 მლნ ლარის მაგივრად, რაც 87.6%-იანი შესრულებაა. იმპორტის გადასახადში ჩამორჩენა გვაქვს და შესრულება არის 89.5%. შედარებით მცირე ჩამორჩენებია მოგებისა და დღგ-ს გადასახადში - 96.99%-იანი, მაგრამ ჯამში, ეს ყველაფერი ასახავს ტენდენციას. ეს არ არის, შეიძლება, მყისიერი საფრთხის მაჩვენებელი, მაგრამ ცალსახადა, ასახავს ძალიან ცუდ ტენდენციას ქართული ეკონომიკური აქტივობისა. როდესაც პრობლემა დგება გადასახადის აკრეფაში, ეს ძალიან ცუდი სიმპტომია ეკონომიკური აქტივობის, როდესაც ერთის მხრივ, ეს აჩვენებს, რომ ქვეყანაშ ეკონომიკური აქტივობა კლებისკენ მიდის და მეორეს მხრივ, აჩვენებს, რომ ჩვენი საჯარო ინსტიტუტების მდგრადობა ისეთ დონეზე ვეღარ არის, როგორც ეს იყო რამდენიმე წლის წინ.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გააკეთა, ცალსახად, სამარცხვინო განცხადება, რომელშიც არცერთი რიცხვი არ იყო გარდა დაჯამებული მონაცემებისა გამოყვანილი და საზოგადოებას რიცხვებით მანიპულირებას სთავაზობს, რაც არის კატასტროფა, რაც შეიძლება, ნორმალური იყოს თაღლითებისთვის, რომლის ქოლცენტრესაც მფარველობს ხელისუფლება, ნამდვილად არ არის ნორმალური საქართველოს ფინანსტა სამინისტროსთვის.
ფინანსთა სამინისტრო მანიპულირებს რიცხვებით და იტყუება, როდესაც ჯამურ მაჩვენებსლ აჩვენებს მხოლოდ, ეს ერთი. მეორე - ცალსახაა, რომ საერთო მაჩვენებელი გადაჭარბებით შეიძლება, შესრულდეს კონკრეტული ერთი მუხლის საფუძველზე. ეს არის ბიუჯეტში დაგეგმილი სხვა გადასახადები, რომელშიც გადაჭარბება 261%-იანია, მაგრამ მარტივად რომ გაიგონ ჩვენმა თანამოქალაქეებმა, რა ხდება აქ: ამ მუხლში სხვა გადასახადებში დაგეგმილი იყო 130 მლნ, სემოსულია 339 მლნ-ი. ოღონდ, ამ 339 მლნ-დან 327 მლნ ლარი, ეს არის შეცდომით ან ზედმეტობით გადახდილი გადასახადები, რომელიც, ძირითადად, მოდის დღგ-ს გადასახადში, რაც მარტივი ენით ნიშნავს, რომ ეს 327 მლნ უკან უნდა დაუბრუნდეს ამ გადასახადების გადამხდელებს, იმიტომ, რომ ან შეცდომით არის გადახდილი, ან ზედმეტობოთ არის გადახდილი. ამ რიცხვის შეტანა საერთო რიცხვში, უბრალოდ, მანიპულირებაა და სხვა არაფერი.
აგრეთვესაგანგაშო რიცხვი, რაც ამ მონაცემებში გვაქვს, ეს არის საგარეო ვალის მიმართულებით, ფაქტობრივად, 50%-იან ნიშნულს ვერ სცდა საქართველო, რაც ნიშნავს შემდეგს, რომ საერთაშორისო დიდი ინსტიტუტებიდან, გარდა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა, ვეღარ ხდება შეღავათიანი კრედიტების მოზიდვა. ძირითადად, სახელმწიფო ამ ვალს იღებს შიგნით, რაც ნიშნავს, რომ ეს სესხი არის ბევრად უფრო ძვირი, ვიდრე ქვეყნის გარეთ აღებული სესხი და ამ ნიშნულსაც ვერ ავსებს 50%.
როცა ჩვენ ვლაპარაკობთ რა მოაქვს ევროკავშირისგან და აშშ-გან იზოლაციას, ამ იზოლაციას მოაქვს ეს რიცხვები. მოაქვს პრობლემები გადასახადების აკრეფვაში და პრობლემები საერთაშორისო ვალის მიმართულებით. საქართველოს აქვს ძალიან ცუდი რეპუტაცია "ქართული ოცნების" პირობებში და საერთაშორისო ინსტიტუციებშ უჭირს ვალის აღება, რაც აქამდე პრობლემა არ იყო.
ფინანსთა სამინისტრო, შეიძლება, ითქვას, დღეს გამოვიდა თავის ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო განცხადებით, როდესაც თქვა, რომ ჩვენ რიცხვებით ვმანიპულირებთ.
დასკვნა არის მარტივი: შესრულება ნიშნავს 100%. როდესაც 4 ძირითად პუნქტში 100% არ დგება, ეს ნიშნავს, რომ ძირითად შემოსავლებში ბიუჯეტს უჭირს გადასახადების აკრეფა, - განაცხადა თამაზ დათუნაშვილმა.
ბიუჯეტს მილიონები დააკლდა. ეკონომიკური კრიზისი, რომელსაც რეჟიმი არ აღიარებს, ოფიციალურ მონაცემებში აისახა. ბიუჯეტის შესრულების შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის ანგარიშში მოცემულია ყველა რიცხვი, რა შეასრულეს და რა ვერ.
ირკვევა, რომ 2025 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით დღგ-ს, აქციზის, მოგების და იმპორტის გადასახადის გეგმა ვერ შესრულდა. ასევე 50%-ით არის ჩამორჩენა საგარეო ვალის გეგმის შესრულების ნაწილშიც.