"მივაბრძანებთ თავის საფრანგეთში" - ზარქუა ზურაბიშვილზე
"ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილს "მავნებელთა ლიდერად" მოიხსენიებს და მას "საფრანგეთში წაბრძანებით" ემუქრება. ირაკლი ზარქუა დღეს ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების საკითხსაც შეეხო და ამტკიცებდა, რომ თუ არჩევანი ვიზალიბერალიზაციასა და თავისუფლებას შორის დადგება, ქართველი ხალხი არჩევანს დამოუკიდებლობაზე გააკეთებს.
მავნებელთა ლიდერი გახდა, უსამშობლოთა ლიდერი გახდა და ამ სტატუსით მივაბრძანებთ თავის საფრანგეთში და იყოს იქ და იქ გააგრძელოს თუ შნო აქვს, ერთი ადგილი. უვიზო მიმოსვლა თუ თავისუფლებაა, ჩვენ ვირჩევთ თავისუფლებას- იმედია, ეს საკითხი ასე არასდროს დადგება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ იმ ევროპულ ღირებულებებს მხარი ავუბათ, გვერდში დავუდგეთ და მაქსიმალურად დავიცვათ. საქართველოსთან მუქარას და შანტაჟს როგორც აქამდე არ გაუჭრია, არც მომავალში გაჭრის, - ამბობს ზარქუა.