თუ შენ ვიზალიბერალიზაციას სახმალაოდ გამოიყენებ, რომელ მეგობრულ ურთიერთობებზეა საუბარი? - მაჭარაშვილი
"ხალხის ძალის" ლიდერი გურამ მაჭარაშვილი ამტკიცებს, რომ ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების საკითხს "ვაჭრობასა და მანიპულაციისთვის" იყენებს. ივანიშვილის დეპუტატი ირწმუნება, რომ ეს პარტნიორების მხრიდან არამეგობრული ჟესტია.
სამწუხარო მოცემულობაა ის, რომ ევროკავშირის მხრიდან ვაჭრობისა და მანიპულაციებისთვის ჯერ კანდიდატის სტატუსი გამოიყენეს, როგორც მექანიზმი. სტატუსის მიღების შემდეგ, მანიპულაციებისთვის უკვე მოლაპარაკებების გახსნის მექანიზმი გამოიყენეს. ახლა კი ვიზალიბერალიზაცია ხდება მანიპულაციის საშუალება
ვიზალიბერალიზაცია იმას ნიშნავს, რომ ეს არის მეგობრული ჟესტი ორივე მხარის მხრიდან. და თუ შენ ვიზალიბერალიზაციას, მოლაპარაკებების გახსნასა და კანდიდატის სტატუსს სახმალაოდ და სანქციების დასადებად გამოიყენებ, რომელ მეგობრულ ურთიერთობებზეა საუბარი? - თქვა ივანიშვილის დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა.