რძის საკითხი ჩემთვის, როგორც მშობლისთვის არ დასრულებულა და აუცილებლად მივყვები ბოლომდე - დოლიძე
"რძის საკითხი ჩემთვის, როგორც მშობლისთვის არ დასრულებულა და აუცილებლად მივყვები ბოლომდე" - ამის შესახებ კოალიცია "ხალხისთვის-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, "ეს არის თემა, რომელსაც თვალყურის მიდევნება სჭირდება".
მინდა შევეხო რძის საკითხის, რომელიც ჩაიხურა. დასრულდა ეს საკითხი?! არ დასრულებულა. რაიმე სიმართლე გავიგეთ?! ვერაფერი ვერ გავიგეთ. ბოლო-ბოლო ეს ჩვენი რძე მოწამლულია თუ არ არის მოწამლული?! სავარაუდოდ, სურსათის უვნებლობის სამსახური არ იყო გაფრთხილებული, როდესაც გამოაცხადა რძეში სიცოცხლისთვის საშიში ნივთიერების არსებობა, რასაც მოყვა საზოგადოების აღშფოთება. მეორე დღეს კი გამოვიდნენ და განაცხადეს, რომ ყველაფერი რიგზეაო. ეს არის ჩვენი შვილების სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი. ეს არის თემა, რომელსაც სჭირდება თვალ-ყურის მიდევნება. თუ საუბარია საგამოძიებო კომისიის მოწყობაზე, ამ თემაზე უნდა მოეწოს საგამოძიებო კომისია. ნამახვანზე, შოვზე, ორივე საკითხზე ვითხოვდი საგამოძიებო კომისიას, რათა დაგვედგინა სიმართლე, თუმცა იქაც ვერაფერი ვერ გავიგეთ. არაფერი არ გამოსწორებულა და ისევ ისეა ყველაფერი დატოვებული. რძის საკითხი ჩემთვის, როგორც მშობლისთვის არ დასრულებულა, აუცილებლად მივყვები ბოლომდე’’ - განაცხადა ანა დოლიძემ