იტალიის პარლამენტი ივანიშვილის გუნდს სანქციებს უანონსებს

23.04.25 20:52
იტალიის პარლამენტი ივანიშვილის გუნდს სანქციებს უანონსებს

ივანიშვილის სანქციებს იტალიის პარლამენტიც უანონსებს. ინიციატივა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დეპუტატებმა გააჟღერეს და თქვეს, რომ ის რაც საქართველოში ხდება რუსული მოდელის ანარეკლია.

დეპუტატები ევროპარლამენტის მსგავსად გეგმავენ რეზოლუციის მიღებას, სადაც მოითხოვენ სანქციების გაფართოვებას რეჟიმის მსახურებისთვის.  არის კიდევ ერთი - ოცნების არ აღიარება.  სენატის წევრები იტალიიის მთავრობისგან ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმას და კითხვაზე პასუხს ითხოვენ - რატომ შეხვდა იტალიის ელჩი მაკა ბოჭორიშვილს.  

 იტალიელი დეპუტატები ოცნებას რუსული მეთოდებით ხალხის წინააღმდეგ ბრძოლაში ადანაშაულებენ.  რეპრესიული კანონები, რომელიც რეჟიმმა რეკორდულ დროში მიიღო, მათი მხრიდან შეფასებულია როგორც საშიში იარაღი მოქალაქეების და  თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. იტალიელი პოლიტიკოსები პრაქტიკულად ტოლობის ნიშანს სვამენ ოლიგარქის მსახურებსა და ავტოკრატებს შორის.

დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები