მიზანმიმართული შეტევა ვიზალიბერალიზაციაზე - პრეზიდენტი ზურაბიშვილი "ოცნებას" ამხელს

23.04.25 20:28
მიზანმიმართული შეტევა ვიზალიბერალიზაციაზე - პრეზიდენტი ზურაბიშვილი "ოცნებას" ამხელს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შეჩერების ინიციატორიც, წამხალისებელიც და პასუხისმგებელიც მხოლოდ ქართული ოცნებაა. სალომე ზურაბიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე ივანიშვილის პარტია ქვეყნის იზოლაციის მცდელობაში დაადანაშაულა და თქვა, რომ მან ვიზალიბერალიზაციის საკითხი სწორედ ამ მიზნით გააქტიურა. 

ამ ბრიფინგის პარალელურად ოცნების ლიდერები მედიასთან ერთი მეორეს მიყოლებით ჩნდებიან და მთავარ მესიჯს ერთმანეთის იდენტურად ახმოვანებენ - "უვიზო რეჟიმის შეჩერება დასავლეთის შანტაჟია, მაგრამ თუ გადაწყდა ტრაგედიად ვერ იქცევა". ოცნებამ ვიზალიბერალიზაციას სუვერენიტეტის დაცვა დაუპირისპირა და თქვა რომ ეს უკანასკნელი უფრო ფასეული რამაა. 

ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ ივანიშვილის პარტიას ამ ნარატივით რამდენიმე გათვლა აქვს - ის ერთის მხრივ საზოგადოებას წინასწარ აგუებს შესაძლო ნეგატიურ შედეგს და მეორეს მხრივ წინასწარ ლანძღავს ევროპელებს პასუხისმგებლობის ასარიდებლად. 

დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები