რისთვის ამზადებს "ქართული ოცნება" ხალხს - რა თქვა კალაძემ ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე

რისთვის ამზადებს "ქართული ოცნება" ხალხს - ივანიშვილის გუნდის წევრი, კახა კალაძე დღეს ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გადახედვას გამოეხმაურა.
კალაძე, ქართველი ხალხის მონაპოვარის შესაძლო გადახედვაზე პასუხისმგებლობას იხსნის და პასუხისმგებლობას ევროპარლამენტარებს აკისრებს.
თბილისის მერმა ევროპელი პოლიტიკოსები "გაზულუქებული, კორუმპირებული ბიუროკრატები" უწოდა.
"მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ზოგიერთ ევროპელ გაზულუქებულ, კორუმპირებულ ბიუროკრატს, რომლებიც შანტაჟის ენით ესაუბრებიან ქართველ ხალხს" - უთხრა კალაძემ "პირველების" კორესპოდენტს.
რაც შეეხება არჩევნების ხელახლა ჩატარებას, კალაძე ირწმუნება, რომ "2028 წელსაც და შემდეგ არჩევნებშიც "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს"
ამ არჩევნებში დამარცხდა გაზულუქებული, კორუმპირებული, ევროპული ბიუროკრატიის ნაწილი, ვინც ამ სიტყვებს ასი პროცენტით შეესაბამება. ნახეთ ორმაგი სტრანდარტი რა არის - მაშინ, როდესაც ადამიანის უფლებები ფეხქვეშ იყო გათელილი, განსხვავებული აზრის გამო კლავდნენ, აუბედურებდნენ, ართმევდნენ, ციხეებში იბარებდნენ, ბიზნესებს აფორმებინებდნენ, ისევ ის ადამიანები, რომლებიც დღეს დემოკრატიაზე გველაპარაკებიან, მაშინ გამოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ სააკაშვილი და მისი ხელისუფლება იყო დემოკრატიის შუქურა. ახლა გვაქვს ეკონომიკური ზრდა, ბიზნესი ვითარდება, იქმნება სამუშაო ადგილები.
ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია ჩემი ქვეყნის დამოუკიდებლობა, მნიშვნელოვანია ჩემი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება.
დამოუკიდებლობას გვართმევენ ზუსტად ის გაზულუქებული კონკრეტული ბიუროკრატები, რომლებიც ებრძვიან ქართულ სახელმწიფოებრიობას. 2028 წელსაც და შემდეგ არჩევნებშიც ქართული ოცნება გაიმარჯვებს", - ამბობს კალაძე.