ჩვენი ინფორმაციით, კობახიძეს ეუთოს რეკომენდაციების შესრულების ვალდებულება არ აუღია - სამადაშვილი

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ეუთოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი პირველ კომენტარს აკეთებს.
რონდელის ფონდიდან გამოსული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, ირაკლი კობახიძეს ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესრულების ვალდებულება არ აუღია.
- შეგახსენებთ, 23 აპრილს, ეუთოს გენ.მდივნის თანდასწერებით ირაკლი კობახიძის წარმომადგენელმა, მაკა ბოჭორიშვილმა საჯარო პირობა დადო, რომ ეუთო/ოდირის ყველა მოთხოვნა შესრულდება.
მაკა ბოჭორიშვილმა გუშინ ბევრი ტყუილი ილაპარაკა, მათ შორის ის, რომ თითქოს, ოპოზიციას არ ხვდებოდა გენ.მდივანი. ასევე მოიტყუა, რომ თითქოს, აიღო ვალდებულებები ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესრულების. ჩვენი ინფორმაციით, კობახიძეს მსგავსი ვალდებულებები არ აუღია. სწორედ ამიტომ, ჩვენი რეკომენდაცია არის, რომ ეუთო/ოდირმა სასწრაფოდ დაიწყოს მისიის მომზადება იმისთვის, რომ შეფასდეს რეკომენდაციები, რომელიც შესრულდა და რომელი არ შესრულდა", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ცნობისთვის, ეუთოს გენერალური მდივანი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით გუშინ, 23 აპრილს ჩამოვიდა. ფერიდუნ სინირლიოღლუმ შეხვედრა "ქართული ოცნების" წევრებთან და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან გამართა. ამ დროისთვის უცნობია, შეხვდება თუ არა ის მესამე სექტორის წარმომადგენლებს.