ნიკა კაცია მთვრალმა პოლიციელებმა დააკავეს? - სკანდალური განცხადება პროცესზე

24.04.25 14:33
ნიკა კაცია მთვრალმა პოლიციელებმა დააკავეს? - სკანდალური განცხადება პროცესზე

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე სინდისის პატიმარმა, ნიკა კაციამ მოწმე პოლიციელს მიმართა.

ჟურნალისტმა დაკავების მომენტი გაიხსენა და მოწმედ გამოძახებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს კითხა, რატომ იყო იმ დღეს ნასვამი ის და თავისი კოლეგა, როდესაც კაციას აპატიმრებდნენ. 

რატომ იყავით მთვრალი იმ დღეს, როდესაც მე მაკავებდით. რატომ ჩაუწიეთ მაშინ მანქანაში ფანჯარას იმისთვის, რომ გაგენეიტრალებინათ ჰაერის სუნი თქვენც და გვერდზე ვინც იყო იმასაც. გეტყვით იმასაც, რით იყავით ნასვამი. კონიაკით. თუ არ არსებობს, თქვენს ნამუსზე იყოს." - უთხრა ნიკა კაციამ მოწმე პოლიციელს.

მოწმე პოლიციელმა თავის მართლება სცადა და ბრალდება უარყო: - "მე ვიყავი მთვრალი? არა, რა მთვრალი. არ არსებობს."

ამასთან, ნიკა კაციამ დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოწმე პოლიციელს უთხრა, რომ ყელის არეში ხელს იმდენად უჭერდა, სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა. ამაზე კი მოწმეს პასუხი შემდეგნაირი იყო - "არ ყოფილა. ადგილი არ ჰქონია."

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა კაციას პროცესი მიმდინარეობს. 

შეგახსენებთ, ნიკა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს. მას რეჟიმი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას ედავება. ბრალი 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები