მიხეილ სააკაშვილის ახალი მიმართვა

ვიცი, რა ძნელია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრობა. ეს ნიშნავს მუდმივ დევნას, ცილისწამებასა და რეპრესიებს - მადლობელი ვარ თქვენი გამძლეობისთვის და გაუტეხელობისთვის, მიყვარხართ! - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „Facebook“-ზე წერს.
მე ბევრი გამოხმაურება ვნახე ჩემს გუშინდელ პოსტზე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, ჩვენი ხალხის სიმტკიცესა და ერთგულებაში.
მე ვიცი, რა ძნელია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრობა, ეს ნიშნავს მუდმივ დევნას, ცილისწამებასა და რეპრესიებს.
მე მადლობელი ვარ თითოეული თქვენგანის, თქვენი გამძლეობისთვის და გაუტეხელობისთვის, მიყვარხართ!
მჯერა, რომ ასეთი ერთიანობით, ჩვენ მოვახდენთ რეჟიმის დემონტაჟს!“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
გუშინ, სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ “ე.წ. ხელისუფლება ხელებს აფათურებს “ნაციონალურ მოძრაობაში“ და ძალიან უნდათ პარტიის თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას ჩამოცილება, რომელიც დიდ ზიანს აყენებს მათ საერთაშორისო არენაზე.