პროფკავშირ ლაბორის ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს

24.04.25 15:26
პროფკავშირ ლაბორის ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს

 

 

პროფკავშირ ლაბორის ოფისში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები ჩხრეკას ატარებენ.

ვიდეოს პროფკავშირი Facebook -ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. 

ამ დროისთვის უცნობია, რას უკავშირდება ჩხრეკა.

ჩხრეკა დიდი ალბათობით, პროფკავშირის დამფუძნებლის გიორგი დიასამიძის სახლშიც ჩატარდება. 

გიორგი დიასამიძე ჩხრეკას საქართველოს პროფესიული კავშირის გაერთიანების თავმჯდომარესთან გარკვეულ დაპირისპირებას უკავშირებს.

პროფკავშირი ლაბორი განსაკუთრებით აქტიურია სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენ სოლიდარული ვართ სხვადასხვა მშრომელთა სამართლიანი პროტესტების მიმართ და გარდა ამისა, იყო ფაქტი, რომ საქართველოს პროფესიული კავშირის გაერთიანების თავმჯდომარესთან მოგვივიდა გარკვეული დაპირისპირება, არ ვეთანხმებოდით მის საქმიანობას, არჩევნებში იღებდა ლაბორი მონაწილეობას, გარიცხეს და რაღაცები ერთმანეთთან ბმაში და კავშირშია", - ამბობს გიორგი დიასამიძე.

მსგავსი სიახლეები