რძის საკითხზე, სურსათის ეროვნულ სააგენტოს ხელმძღვანელთან, ზურაბ ჩეკურაშვილთან საჯარო შეხვედრას ვითხოვთ - დოლიძე
კოალიცია ,,ხალხისთვის-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ სურსათის ეროვნულ სააგენტოს წერილობით მიმართა.
ანა დოლიძე რძის საკითხზე, სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელთან, ზურაბ ჩეკურაშვილთან საჯარო შეხვედრას ითხოვს.
სურსათის ეროვნული სააგენტო ვალდებულია დაიცვას ჩვენი ინტერესები იმასთან დაკავშირებით თუ რას ვჭამთ, რას ვსვამთ და ჯანმრთელია თუ არა ჩვენი გარემო. გაზრდილი სიმსივნეების მაჩვენებელი, როგორც ზრდასრულებში ისე არასრულწლოვნებში მაჩვენებელია იმის, რომ რაღაც კარგად ჩვენ გარემოში არ არის. რძის სკანდალი, რომელიც დაიწყო ცოტა ხნის წინ, გაგრძელდა მხოლოდ ერთი დღე. ორი განცხადება მოვისმინეთ სააგენტოსგან და თითქოს ყველაფერი დასრულდა. ჩვენ გვჭირდება საჯარო განხილვა მშობლებთან ერთად, სააგენტოს ხელმძღვანელთან პირისპირ. ჩვენ უნდა გავიგოთ რა ვითარება გვაქვს რძესთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი არის ჩვენი მომავლის საკითხი და მე ამას გავყვები ბოლომდე. - განაცხადა ანა დოლიძემ.