საკადრო ცვლილებები "ქართული ოცნების" მთავრობაში - კობახიძის კაბინეტს კიდევ ერთი მინისტრი ტოვებს

24.04.25 17:01
საკადრო ცვლილებები "ქართული ოცნების" მთავრობაში - კობახიძის კაბინეტს კიდევ ერთი მინისტრი ტოვებს

საკადრო ცვლილებები "ქართული ოცნების" მთავრობაში - კობახიძის კაბინეტს კიდევ ერთი მინისტრი ტოვებს. 

ამჯერად პოსტს ირაკლი ქარსელაძე ემშვიდობება, რომელიც მინისტრის თანამდებობაზე "ქართუ ბანკიდან" გადავიდა. საკადრო ცვლილების შესახებ საზოგადოებას ირაკლი კობახიძემ ბრიფინგიდან აცნობა. კობახიძე ირწმუნება, რომ ირაკლი ქარსელაძე მინისტრის პოსტიდან საკუთარი სურვილით წავიდა.

  • ქარსელაძე ივანიშვილის "ბანკირ მინისტრთა" გუნდის წევრი იყო. 

"ოცნება" ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე ამჯერად რევაზ სოხაძეს ნიშნავს. სოხაძე თბილისის საკრებულოს დეპუტატია და კახი კალაძის გუნდის წევრად მიიჩნევა.

მინდა საზოგადოებას გავუზიაროინფორმაცია სამთავრობო ცვლილებასთან დაკავშირებით. ბატონმა ირაკლი ქარსელაძემ მიიღო გადაწყვეტილება, თანამდებობის დატოვების თაობაზე დაშესაბამისი თხოვნით მომმართა გუშინ, რაზეც ჩვენ გვქონდა საუბარი. მინდამადლობა გადავუხადო ირაკლი ქარსელაძეს, რომელიც წლების განმავლობაში, ძალიან დიდი წარმატებით ხელმძღვანელობდა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს.

მთელი ამ წლების განმავლობაში, მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა მრავალი უმნიშვნელოვანესი პროექტი, საავტომობილო გზების, წყალმომარაგების, მყარი ნარჩენების მართვის, საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების, მუნიციპალური განვითარების და მრავალი სხვა მიმართულებით. მინდა ბატონ ირაკლის კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო მის მიერ გაწეული საქმიანობისთვის და ძალიან ბევრი წარმატებული პროექტისთვის, რომელიც მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა.

რევაზ სოხაძე, მოგეხსენებათ, არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის სტაჟიანი წევრი, მას განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჯერ მედიცინის, შემდეგ ფინანსების სპეციალობით. იგი წლების მანძილზე მუშაობდა კერძო სექტორში მაღალ, მენეჯერულ პოზიციებზე, 2017 წლიდან კი არის თბილისის საკრებულოს წევრი, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი და თბილისის საკრებულოს ურბანული განვითარების კომისიის თავმჯდომარე. მინდა, ბატონ რევაზს ვუსურვო წარმატებები ინფრასტრუქტურის მინისტრის პოზიციაზე,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები