წარმოდგენა არ აქვთ, რაზე საუბრობენ - გახარიას გუნდი ღარიბაშვილს პასუხობს

28.09.21 15:30
წარმოდგენა არ აქვთ, რაზე საუბრობენ - გახარიას გუნდი ღარიბაშვილს პასუხობს

გახარიას გუნდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს პასუხობს - საუბარია ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დღეს გიორგი გახარიაზე გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც სააკაშვილი ექსპრემიერს "კომპრომატებით მართავს".

პარტია ,,საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი კახა ქემოკლიძე "ტვ პირველთან" ამბობს, რომ მმართველ პარტიას წარმოდგენა არა აქვს, რაზეც საუბრობს.

მისი თქმით, გახარიას მიმართ წაყტენებული ბრალდებები უსაფუძვლოა.

ჯერ სახელმწიფო გადატრიალება დააბრალეს 15 ძალოვანთან ერთად, მერე "კოკაინშიკობა", ახლა სააკაშვილთან ვალის ქონა, თუ რაღაც ამდაგვარი, შეუძლებელია რაციონალური კომენტარის გაკეთება იმ ადამიანებზე, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ, რაზე საუბრობენ - აცხადებს კახა ქემოკლიძე.

საქართველოს პრენიერ-მინისტრმა ექსპრემიერი დღეს კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და გახარიას "გაბრიყვებული" უწოდა: 

შესაძლებელია, გახარიას რაღაც ვალი აქვს სააკაშვილს, ამიტომაც კომპრომატებით მართავენ გახარიას, ამ გაბრიყვებულ ადამიანს" - თქვა დღეს ღარიბაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები