"ოცნება" ცდილობს, საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება დაკარგოს - სამადაშვილი

24.04.25 17:57
"ოცნება" ცდილობს, საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება დაკარგოს - სამადაშვილი

"ოცნება" ცდილობს, საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება დაკარგოს, - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა. 

მისივე შეფასებით, EU-ს მხრიდან უფრო ეფექტური ნაბიჯი იქნება, თუ პერსონალურად ბიძინა ივანიშვილსა და მის გუნდს დაასანქცირებს - "ამ პროცესიდან ქართველი ხალხი ნაკლები დანაკარგით გამოვა".

ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის დავალებას ასრულებს "ქართული ოცნება". ცდილობს ყოველ შემთხვევაში, რომ საქართველომ საბოლოოდ დაკარგო ევროკავშირში არა მხოლოდ მომავალში გაწევრიანების შანსი, არამედ ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო მიმოსვლა. მე ვფიქრობ, რომ უფრო ეფექტიანი იქნება, თუ ევროკავშირი დაასანქცირებს ივანიშვილს და მის რეჟიმს და ქართველი ხალხი ნაკლები დანაკარგით გამოვა ამ პროცესიდან.

ამავე დროს, უნდა გვესმოდეს, რომ რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება რუსეთის მოკავშირეების მიერ ამ ქვეყნის მართვა და რუსული დავალებების შესრულება, მით უფრო რეალისტური ხდება ის შანსი, რომ ძალიან მალე დღის წესრიგში საქართველოსთვის ასოცირების შეთანხმების შეჩერება და ვიზალიბერალიზაციის შეჩერება დადგეს." - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები