პრეზიდენტი ზურაბიშვილი: „მზია ამაღლობელის საკითხიც დგას წინა პლანზე“

„წინააღმდეგობის პლატფორმამ“ უცხოეთში წერილი დააგზავნა, სადაც ქართველი საზოგადოების მთავარი მოთხოვნებია გაჟღერებული: არალეგიტიმური ხელისუფლების არაღიარება, საზოგადოების მხარდაჭერის გაგრძელება და ახალი არჩევნების მოთხოვნა.
ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ასევე, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა პატიმრების გათავისუფლება ამ კონტექსტში ზურაბიშვილმა დატყვევებული ჟურნალისტი, მზია ამაღლობელი ახსენა და თქვა, რომ ეს თემა წნა პლანზეა:
მიუღებელია, რომ ცივილიზებულ ქვეყანაში, ჩვენ კიდევ ვთვლით ჩვენს თავს ცივილიზებულ ქვეყნად, ასე უსამართლოდ ისხდნენ ციხეში ახალგაზრდები თუ არა ახალგაზრდები.
კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ მზია ამაღლობელის საკითხიც ასევე, დგას წინა პლანზე, როგორც ჟურნალისტის და არავის არ უნდა დავავიწყოთ მისი სახელი, ამ ძალიან რთულ პირობებში მყოფის“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.