ვიზალიბერალიზაციის გადახედვის საფრთხე რეალურია - ბოკუჩავა

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, თინა ბოკუჩავა ფიქრობს, რომ საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკის გადახედვის საფრთხე რეალურია.
მისივე შეფასებით, უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხე "ივანიშვილის რუსულმა მმართველობამ მოიტანა".
ძალიან რეალურია ვიზალიბერალიზაციის გადახედვის საფრთხე. ეს არის ის საფრთხე, რომელიც ივანიშვილის რუსულმა მმართველობამ მოიტანა, რომელიც ერჩის საქართველოს ისტორიულ არჩევანს, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ის, რომ ჩვენ გვქონდა ძალიან სანდო ინფორმაცია, დადასტურდა მათ შორის ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ანგარიშით, რომელიც, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში დამტკიცდება". - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.